ინტელის ტრენინგი
Pages
Saturday, July 8, 2017
Sunday, October 23, 2016
რეფლექსია
ეს კურსი საშუალებას მაძლევს ვამუშავო მოსწავლეები პროექტზე,ადვილი და სახალისო გახდეს მათთვის სწავლა. პროექტებზე მუშაობით მოსწავლეებს უვითარდებათ დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიების, თანამშრომლობითი,დროის ეფექტურად გადანაწილების,XXI საუკუნის მოთხოვნების უნარ-ჩვევები.გავიზიარო სხვისი პროექტები და გავუზიარო ჩემი ნამუშევარი მოსწავლეებს და კოლეგებს.
ინტელის ტრენინგზე მიღებული ცოდნა,უნარ-ჩვევები დამეხმარება უფრო სრულყოფილი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ტრენინგი იყო ნაყოფიერი, დატვირთული აქტივობებით და ბევრის მომცემი.
ინტელის ტრენინგზე მიღებული ცოდნა,უნარ-ჩვევები დამეხმარება უფრო სრულყოფილი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ტრენინგი იყო ნაყოფიერი, დატვირთული აქტივობებით და ბევრის მომცემი.
Saturday, October 22, 2016
მოსწავლის ნიმუში
მოსწავლის ნიმუშის შექმნას ძალიან დიდი მანიშვნელობა აქვს როგორც მოსწავლისთვის ასევე თავად მასწავლებლისთვის, რადაგან ამ მოქმედებით მასწავლებელი თვითონ გადის იმ გზას რაც უნდა გაატაროს თითოეულ მოსწავლეს, ამით მასწავლებელი იგებს მოსწავლეების განცდებს, უკეთ აღიქვამს ამ პროცესს. თვითონ მოსწავლისთვის კი ეს პროცესი გზის გაკვალვააა, მათ უადვილდებათ მუშაობა და ამავე დროს უყალიბდებათ საკუთარი თავის რწმენა, რომ უკეთ გამოსდის დაკისრებული სამუსაო.
შეფასებები
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური პროექტებში და არა მარტო პროექტებში არის შეფასება. შეფასების წარმოება შესაძლებელია როგორც პროექტის დასაწყისში, ისე შუალედური და რათქმაუნდა პროექტის დასასრულს. დასაწყისში მოვახდენ საჭიროებების შეფასებას, შუალედში მოვახდენ მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას, ასევე შესაძლებელია მოვახდინო მოსწავლეთა ურთიერტ შეფასება და ბოლოს პროექტის დასრულების შემდეგ მოხდეს პროექტის შეფასება, რეფლექსია.
მეოთხე დღე
ყოველი დღე საინტერესო და ბევრის მომცემია. დღეს კიდევ ერთხელ გადავხედეთ ესგ-ს სტანდარტებს, ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკაზე, ჩეკლისტზე, ჩემთვის საინტერესო იყო გეგმის შაბლონის შევსება, შევიტანე ჩემი პროექტის სტანდარტები და შემდეგ დავუკავშირე მიზნებს. ასევე ჩანაწერი გავაკეთეთ ბუკლეტებში, ჩემი აზრით ბუკლეტები ძალიან დააინტერესებთ მოსწავლეებს, მათთვის კარგი დამხმარე იქნება მასწავლებლის მიერ გაკეთებული შაბლონი.
Subscribe to:
Posts (Atom)