Pages

Sunday, October 23, 2016

რეფლექსია

ეს კურსი საშუალებას მაძლევს ვამუშავო მოსწავლეები პროექტზე,ადვილი და სახალისო გახდეს მათთვის სწავლა. პროექტებზე მუშაობით მოსწავლეებს უვითარდებათ დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიების, თანამშრომლობითი,დროის ეფექტურად გადანაწილების,XXI საუკუნის მოთხოვნების  უნარ-ჩვევები.გავიზიარო სხვისი პროექტები და გავუზიარო ჩემი ნამუშევარი მოსწავლეებს და კოლეგებს.
ინტელის ტრენინგზე მიღებული ცოდნა,უნარ-ჩვევები  დამეხმარება  უფრო სრულყოფილი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.  ტრენინგი  იყო ნაყოფიერი, დატვირთული აქტივობებით და ბევრის მომცემი.

საქაღალდე

მოსწავლის ნიმუში


Saturday, October 22, 2016

მოსწავლის ნიმუში

მოსწავლის ნიმუშის შექმნას ძალიან დიდი მანიშვნელობა აქვს როგორც მოსწავლისთვის ასევე  თავად მასწავლებლისთვის, რადაგან ამ მოქმედებით  მასწავლებელი თვითონ გადის იმ გზას რაც უნდა გაატაროს  თითოეულ მოსწავლეს, ამით მასწავლებელი  იგებს მოსწავლეების განცდებს, უკეთ აღიქვამს  ამ პროცესს. თვითონ მოსწავლისთვის კი ეს პროცესი გზის გაკვალვააა, მათ უადვილდებათ მუშაობა და ამავე დროს  უყალიბდებათ საკუთარი თავის რწმენა, რომ უკეთ გამოსდის დაკისრებული სამუსაო.     

შეფასებები

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  საფეხური პროექტებში და არა მარტო პროექტებში არის შეფასება. შეფასების წარმოება შესაძლებელია როგორც პროექტის დასაწყისში, ისე შუალედური და რათქმაუნდა  პროექტის დასასრულს. დასაწყისში მოვახდენ საჭიროებების შეფასებას, შუალედში მოვახდენ მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას, ასევე შესაძლებელია მოვახდინო მოსწავლეთა ურთიერტ შეფასება და ბოლოს პროექტის დასრულების შემდეგ მოხდეს პროექტის შეფასება, რეფლექსია. 

მეოთხე დღე

ყოველი დღე საინტერესო და ბევრის მომცემია. დღეს კიდევ ერთხელ გადავხედეთ ესგ-ს სტანდარტებს, ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკაზე, ჩეკლისტზე, ჩემთვის საინტერესო იყო გეგმის შაბლონის შევსება, შევიტანე ჩემი პროექტის  სტანდარტები და შემდეგ დავუკავშირე  მიზნებს. ასევე ჩანაწერი გავაკეთეთ ბუკლეტებში, ჩემი აზრით ბუკლეტები ძალიან დააინტერესებთ მოსწავლეებს, მათთვის კარგი დამხმარე იქნება მასწავლებლის მიერ გაკეთებული  შაბლონი.

პროექტის მნიშვნელობა

პროექტები შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექტს.  მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები, გაზარდოს მოტივაცია და მოსწავლეთა ჩართულობა.